იდეა

ჩვენ ყველა, დროის კონკრეტულ პერიოდში ვართ ტურისტები და გვინდა ამა თუ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, მაგრამ სამწუხაროდ გამოკვლევის მიხედვით ძალიან დიდი დრო მიდის სუვენირებისა და აქსსესუარების დათვალიერებისას,ამავედროულად დიდი არჩევნის გამო შეიძლება შევიძინოთ ერთი ნივთი მაგრამ მეორე დღეს ვნახოთ უკეთესი,განსხვავებული და გული დაგვწყდეს

როგორ მუშაობს

ჩვენი აპლიკაცია HandyTrip მოგზაურობას აადვილებს და სახალისოსაც კი ხდის, არის სუვენირების ონლაინ მარკეტი სადაც დადებულია სუვენირები კომპანიების მიხედივით , აღარ მოგიწევთ მაღაზიაში დიდი დროის გატარება და კონცენტრირებას უფრო მოგზაურობაზე მოახდენთ აქვე შესაძლებელია იმ მაღაზიების ნახვა სადაც იყიდება კონკრეტულად ესა თუ ის სუვენირი ან გამოიწეროთ და ადგილზე მიტანის სერვისით მოგიტანენ ბოლო დღეს. არის სიტუაცია როდესაც ადამიანს უბრალოდ უყვარს სუვენირების მაღაზიაში სიარული მაგრამ ვერ წყვეტს რომელი შეიძინოს, თავისი საყვარელი ადამიანისთვის და ამიტომ ბეეეეევრ მაღაზიაში დადის რომ საუკეთესო ვარიანტი იპოვნოს , ეს შემთხვევაც გავითვალისწინეთ და ტურისტებს ვაძლევთ საშუალებას Bar Code სკანერით შეინახონ რჩეული სუვენირი და ბოლო დღეს აირჩიონ რამდენიმე და გამოიწერონ. ასევე აპლიკაციაში შეტანილია კონკრეტული ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, რამდენიმე ნახვის შემთხვევაში ტურისტს გადაეცემა სუვენირი რომელიმე კონკრეტული მაღაზიისგან ამის მეშვეუბით მაღაზიას რეკლამა უკეთდება და ტურისტს ვუადვილებთ გარემოსთან ადაპტირებას. ასევე მაღაზის ნაცვლად შეიძლება ჩეულებრივი (ფიზიკური) პიროვნება დარეგისტრირდეს, რომელიც სხვადასხვა სახის სუვენირების დაამზადებითაა დაკავებული, მას შეეძლება დადოს თავისი ნამუშევრები და გაყიდოს თავისი პროდუქტები.

Share this project:
×

Updates