ეს აპლიკაცია ქმნის სოციალურ ქსელს, რომელიც, განსხვავებით სხვა პოპულარული სოცქსელებისგან, ორიენტირებულია იმაზე რომ მოხდეს ადამიანებს შორის ლაივ ურთიერთობების ხელახლა დაბადება და არა ონლაინ ურთიერთობების ხელშეწყობა. ამას აღწევს იმით რომ როცა აპლიკაცია გაშვებულია მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს ინფორმაცია მისი იმ მეგობრების სიაზე და ადგილმდებარეობებზე, რომელბიც მასთან ახლოს იმყოფებიან. ამით შესაძლებელი ხდება დიდი ხნის უნახავი უნახავი მეგობრის აღმოჩენა იმ შემთხვევაში თუ ის შემთხვევით ჩვენს სიახლოვეში აღმოჩნდება და მასთან დარეკვით ან მესიჯის გაგზავნით(ნომერი აპლიკაციაშია გათვალისწინებული) შეხვედრაზე შეთანხმება. აქვეა რუკაც რათა მიგნება უფრო მარტივი გახდეს. ყველაზე კარგი ისაა რომ მეგობრის დამატება არაა აუცილებელი იმისთვის რომ შენი პოტენციური მეგობარი იპოვო. ამისთვის მოწმდება სკოლა და ასაკი და დამთხვევის შემთხვევაში ის აპლიკაციაში მომხარებლის სურვილისამებრ გამოჩნდება. ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის ისეთი მეგობრების აღმოჩენას, რომლებთანაც ყველანაირი კავშირი დაკარგული გაქვთ

Share this project:

Updates