იდეა:

იდეა არის ვებ პლატფორმაზე რომლის მეშვეობითაც ტელეფონი შეგვიძლია გავხადოთ კონტროლერი (ჯოისტიკი) ყოველგვარი აპლიკაციის დაყენების და სერვერის გარეშე. თავიდან ერთერთი user ქმნის ახალ თამაშს შემდეგ გამოჩნდება QR კოდი რომლის მეშვეობით სმარტფონი უკავშირდება აპლიკაციას webrtc peer2peer connection-ით.

ტექნოლოგიები:

ერთერთი მთავარი მუღამი არის რომ არ ვიყენებთ სერვერს საერთოდ ყველაფერი ხდება webrtc peer-to-peer connection ის დახმარებით. თვითონ ეს პროექტი იქნება open source და ნებისმერ ვებ თამაშს შეგვიძლია მივაბათ უპრობლემოდ. დემოში ვერ მოვასწარით accelerometer-ს გამოყენება მაგრამ მომავალში ვგეგმავთ მობილურის სენსორების მაქსიმალურად იმპლემენტაციას კონტროლერში.

პროექტის გასატესტად დავწერეთ small demo webGL-ში three.js ის გამოყენებით, თამაში არის ძველი არკადე თამაშის Space Invaders ის რიმეიქი webGL-ში. ასევე ვიყენებთ QR კოდის წასაკითხ javascript plugin-ს და HTML5 ის Camera API-ს უსერის კამერის მისაღებად.

აღსანიშნავია რომ სპეციფიკაციები რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ამჟამად მორგებულია მხოლოდ ქრომზე (იმპლემენტაციის სხვაობების და დროის სიმცირის გამო)

challenge:

ყველაზე დიდი challenge იყო რომ ზემოთხსენებულ ტექნოლოგიებთან გამოცდილება არ გვქონდა და მოგვიწია ამ ორი დღის განმავლობაში თან სწავლა და თან ყველაფრის გამართვა. it was really fun.

Share this project:
×

Updates