Vision Plus არის სერვისი უსინათლოებისათვის, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ესაა სათვალე, რომელიც აღიქვავს დაბრკოლებებს და შემდეგ გადასცემს ამ ინფორმაციას მომხმარებელს ყურსასმენების მეშვეობით.

ეს ყველაფერი ხდება შემდეგნაირად: სათვალეზე აყენია ღამურის ხედვის სენსორი, რომელიც მიერთებულია development board ioio-ზე. ioio-დან ხდება სენსორიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, დახარისხება და შემდეგ ბლუთუზით android დივაისისთვის გადაცემა.

android აპლიკაცია ტელეფონში გაშვებულია სერვისის სახით, ანუ მომხმარებელს არ მოუწევს მისი ყოველდღიური ჩართვა და დაკონფიგურება. როდესაც ioio და android ტელეფონი და-pair-დებიან ერთმანეთთან, ანდროიდი უკვე ავტომატურად იწყებს მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და შემდეგ მას ხმოვან სიგნალად გარდაქმნის, რასაც უკვე მომხმარებელი ყურსასმენებში იღებს.

ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ეს სერვისი უსინათლოებისთვის იყოს ძალიან კომფორტული, ზეტმეტი შემაწუხებლობისგან თავის ასარიდებლად, როდესაც წინ დაბრკოლება არ არის, სათვალე მხოლოდ გარკვეულ ინტერვალში აგზავნის სიგნალებს, ხოლო რაც უფრო მიუახლოვდება უსინათლო დაბრკოლებას, სიგნალების გადაგზავნაც შედარებით უფრო ინტენსიური ხდება.

ხმოვანი სიგნალი არის რამდენიმე ტიპის:

  • მანძილი დაბრკოლებამდე
  • FreeArea
  • STOP!

ამჟამად გვაქვს მუშა დემო რომელიც არის მთლიანი პროექტის პროტოტიპი. რათქმაუნდა შემდგომში მოხდება პროექტის დახვეწა და პროდუქტის სახის მიცემა მისთვის.

ჩვენ ვთვლით რომ ამ სერვისით გარკვეულწილად გავუადვილებთ უსინათლოებს ცხოვრებას.

https://github.com/Nodrex/IOIOUltrasonicSensor/

https://gist.github.com/kala13x/5652647

Built With

Share this project:
×

Updates