ჩვენ მიზანი იყო შეგვექმნა საათი, რომელიც გამოყენებადი იქნებოდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ისე უსინათლოებისათვის. იდეა დავხვეწეთ, გავამარტივეთ და საბოლოოდ შევქმენით საათი, რომელიც ვიბრაციების მეშვეობით ეუბნება უსინათლო ადამიანს საათს. ახლა აგიხსნით მუშაობის პრინციპს. იმისათვის რომ საათი გავიგოთ ხელი უნდა დავაჭიროთ საათს ზემოდან. პირველი რამდენიმე ვიბრაცია აღნიშნავს თუ რომელი საათია ახლა, ამის შემდეგ იქნება ერთი დიდი ვიბრაცია, რათა საათები გამოვყოთ წუთებისგან. ხოლო შემდეგ რამდენი 5წუთიცაა იმდენი ვიბრაცია იქნება. მაგალითად თუ არის 3საათი და 35 წუთი. იქნება 3 ვიბრაცია, შემდეგ ერთი დიდი ვიბრაცია და 7 ვიბრაცია. ზუსტად ანალოგიური პრინციპით ხდება საათის გასწორებაც, სპეციალური კნოპკით. მეტი მრავალფეროვნებისათვის საათს დავუმატეთ Mp3 player-ი, რაც უსინათლოს და არამხოლოდ უსინათლოს, საშუალებას აძლევს მოუსმინოს მუსიკას თავისი საათის გამოყენებით. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ დავამატოთ gps ფუნქცია, რადგან უსინათლო თუ დაიკარგება შეატყობინოს თავისი კოორდინატები ოჯახის წევრებს. ვაპირებთ დავამატოთ პულსის სასინჯი და ა.შ. საათი შედგება ჩვენს მიერ დახაზული და აწყობილი სქემისაგან, mp3 player-ისგან, ლიპო ბატარეისგან და კოდისგან, რომელიც გვეხმარება გამოვთვალოთ საათი რაც შეიძლება ზუსტად. საათის მოდელი დავბეჭდეთ 3დ პრინტერზე. მოცემული საათი მსოფლიოში არ არსებობს, რაც მას უნიკალურს ხდის.

Share this project:

Updates