ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია აქსელერომეტრის გამოყენებით გაზომავს თუ რამდენად კარგად მართავს მძღოლი ავტომობილს. ნებისმიერი, ვინც მანქანით მგზავრობის დროს ჩართავს პროგრამას ჩაერთვება თბილისის მძღოლების საერთო კონკურსში, რომლის მიზანია საუკეთესო მძღოლების გამოვლენა.
მძღოლის ქულების დათვლა ხდება შემდეგნაირად: თუ მძღოლი არ უშვებს შეცდომას მას მუდმივად ემატება ქულები განვლილი მანძილის მიხედვით.
შეცდომის დაშვების შემთხვევაში მძროლს აკლდება ქულები. საჯარიმო ქულა განისაზღვრება შეცდომის ტიპისა და ხარისხის მიხედვით.
სულ გვაქვს 5 შეცდომის ტიპი:
- ორმოზე / "ბუგაროკზე" სწრაფად გადავლა.
- მოსახვევში სახიფათოდ / სწრაფად შესვლა.
- სწრაფი დამუხრუჭება.
- სწრაფი აჩქარება.
- სიჩქარის გადაჭარბება.
შეცდომის ხარისხი განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად: მაგალითად, რაც უფრო მეტად გადააჭარბებთ სიჩქარეს ან რაც უფრო სწრაფად დაამუხრუჭებთ მით მეტ საჯარიმო ქულას მიიღებთ.
ამასთანავე, თუ მძღოლი უშეცდომოდ გაივლის 5 კილომეტრს, მიიღებს ბონუს ქულებს.
ორმოში ჩარტყმის შემთხვევაში აპლიკაცია მომენტალურად გაგზავნის მოთხოვნას და ბაზაში დაემატება ახალი ორმოს კოორდინატები. როდესაც მძღოლი მიუახლოვდება ორმოს, იგი მიიღებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას ორმოს შესახებ. ჩვენი აპლიკაციის საშუალებით შეიქმნება ბაზა თბილისში არსებული უამრავი ორმოს შესახებ და შესაბამისი ორგანოები შეძლებენ ოპერატიულად ამოავონ ისინი.
აპლიკაციას აქვს კიდევ ერთი ფუნქცია, შესაძლებელია შეჯიბრის გამართვა გზის კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც მოიწვევთ მძღოლებს რომ თქვენი გავლილი მანძილი უკეთესად გაიარონ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებგვერდის საშუალებით შექმნას შეჯიბრი: მიუთითოს საწყისი და საბოლოო წერტილები რუკაზე და სასტარტო ქულა. შეჯიბრზე მონაწილეობის მისაღებად მძღოლი უნდა მივიდეს საწყის წერტილზე, ჩართოს აპლიკაცია და ეცადოს რაც შეიძლება მალე, საჯარიმო ქულების მინიმალური რაოდენობით მივიდეს ფინიშთან.
შეჯიბრის მონაწილეების შედეგები განთავსდება ვებ გვერდზე, სადაც გრაფიკულად იქნება ნაჩვენები მონაწილეთა შედეგები. შესაძლებელია ასევე მათი ერთმანეთთან შედარება. სამომავლოდ ბენზინგასამართი სადგურები დღის საუკეთესო მძღოლებს საწვავით დაასაჩუქრებენ.
ჩვენი აპლიკაციის საშუალებით თბილისში ავტომობილით მგზავრობა სასიამოვნო გახდება, რადგან მძღოლებს შეუძლიათ მუდმვად იმუშაონ საკუთარი შედეგების გაუმჯობესებაზე.
P.S. დეტაულ ინფორმაციას აპლიკაციის შესახებ და მის რეალურ დროში მოქმედებას იხილავთ ვიდეოში.
Log in or sign up for Devpost to join the conversation.