ჩვენი მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ ნებისმიერი ზედაპირი აქციოთ ბრძოლის ველად. მობილურის მაგიდისკენ მიმართვისას რეალურ სამყაროსთან ერთად ჩნდება ვირტუალური სცენა. სცენაზე განლაგებულია მოთამაშე, მისი კოშკი რომელიც მან უნდა დაიცვას მტრული ბოტებისგან. თუ მაგიდაზე დევს რაიმე საგნები, ისინი ავტომატურად გადაიქცევიან სცენის შემადგენელ ელემენტებად (ცეცხლოვან კოშკებად, კედლებად და ა.შ.).

პროექტის უდიდესი ნაწილი შექმნილია ბოლო სამი დღის განმავლობაში გუნდის წევრების მიერ. რეალური ობიექტების ფიქსირებისთვის გამოიყენება Qualcomm Vuforia ტექნოლოგია.

GamePlay

მოთამაშეს მოძრაობა შეუძლია მობილურზე გამოსახული ჯოისტიკით. მთავარი გმირის არსენალშია ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი, ასევე სამი დამცავი ნაგებობის აგების შესაძლებლობა (ბოლო ორი ბონუსი ტესტირების რეჟიმშია) თამაშში ამჟამად ორი ტიპის მტერია, მსუბუქი დრონი და მძიმე ბომბდამშენი. მთავარი მიზანია დიდხანს გადარჩენა და მთავარი კოშკის დაცვა.

Features

  • სპეციალურად ორ დღეში შექმნილი საუნდტრეკი
  • უნიკალური ფუტურისტული მოდელები
  • გამორჩეული გეიმპლეი
  • შესაძლებელია რეალური ობიექტებით საკუთარი ლეველის აწყობა
  • მაქსიმალურადაა გამოყენებული დამატებითი რეალობის მოწინავე ტექნოლოგიები

Demo & ტექნიკური ნაწილი

სრულიად ფუნქციონალური დემო-ვერსია შეგიძლიათ დატესტოთ ჩვენ მაგიდასთან!

თამაშის გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე, სცენის დასაკალიბრებად საჭიროა სცეპიალური სურათი ან ცილინდრი რომელიც ზედაპირზე თავსდება.

SoundTrack

https://soundcloud.com/kasradzenika/khrik

Inspiration!

მადლობა ყურადღებისთვის!

Built With

Share this project:
×

Updates