პროექტ StockSenti -ს მიზანია მომხმარებლებმა მიიღონ შეტყობინებები მათთვის საინტერესო კომპანიების აქციების ფასის მკვეთრი ზრდის ან კლების შესახებ, მანამდე სანამ ახალი ფასი აისახება საფონდო ბირჟაზე, შესაბამისად მათ ექნებათ საშუალება იმოქმედონ ყველაზე ადრე.

ჰაკათონზე ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მუშა პროტოტიპი რომელიც მზად იქნებოდა სხვადასხვა კრიტერიუმების იმპლემენტაციისთვის, ჯერჯერობით ვიყენებთ მხოლოდ ტვიტერს რომ გავიგოთ რას ლაპარაკობს ხალხი ჩვენი მომხმარებლისთვის საინტერესო კომპანიების შესახებ, ჩვენ ვაანალიზებთ თითოეულ ტვიტს მოცემული კომპანიის შესახებ და ვადგებთ რამდენად ნეგატიური, პოზიტიური ან ნეიტრალურია იგი, ჩვენ ვინახავთ ანალიზის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ბაზაში და შესაბამისად ჩვენ ხელთ გვაქვს ბაზა, რომელშიც ინახება მომხარებლების დამოკიდებულება კონკრეტული კომპანიების მიმართ. ჩვენი ალგორითმი იყენებს ამ ინფორმაციას რათა დაადგინოს თუ რამდენად შეიცვლება აქციის ფასი უახლოეს მომავალში.

საიტის მხარეს მომხარებეს საშუალება ექნება ნახოს მისთვის საინტერესო კომპანიების რეიტინგების (ჩვენი ბაზიდან გამომდინარე) სტატისტიკა.

Built With

Share this project:

Updates