ჩვენი პროექტი ერთი მხრივ სახალისო და გასართობია, ხოლო მეორე მხრივ ყრუ-მუნჯებს ეხმარება, გახდნენ უფრო სოციალურები. ალბათ თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეეძლოს ჩვენთან ემოციების, ფიქრების გამოხატვა და უბრალოდ ცხოვრების გაზიარება. შესაძლოა, ეს ბევრი მათგანის პატარა ოცნებაც იყოს. ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შექმნას თავისი ჟესტების ენა. აპლიკაციის დახმარებით, ჟესტები ხმოვან საუბრად გადაიქცევა და ყველასთვის გასაგები გახდება. მომხარებელი შეძლებს, ხელის მოძრაობის სხვადასხვა კომბინაციით, შექმნას საკუთარი ენა და შეუსაბამოს შესაბამისი ტექსტური მნიშვნელობა. Myo-ს მეშვეობით შესრულებულ მოძრაობებს აპლიკაცია გაიმეორებს ხმოვანი წინადადებებისა და სიტყვების სახით. ასევე მომხმარებელი შეძლებს დამატებული ჩანაწერების რედაქტირებასა და წაშლას. ჩვენი აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android ასევე iOS მომხმარებლებისთვის და გარდა ამისა გვთავაზობს ინფორმაციის გადაცემის ორ ხერხს. შეგვიძლია, ავირჩიოთ თუ რომელ მოწყობილობაზე გვსურს ჟესტების “გადათარგმნა” smart phone-ზე თუ smart watch-ზე. smart watch-ით ასევე შესაძლებელია ხმოვანი პასუხის დაბრუნება და მეორე მხარისთვის ტექსტური სახით გაგზავნა. ჯერ-ჯერობით აპლიკაციის ბეტა ვერსიშია, რომელიც ამ ეტაპზე იძლევა საშუალებას, კარგად გავეცნოთ მის შესაძლებლობებს. ვფიქრობთ, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება საკუთარი ენის შექმნა და ურთიერთობის გახალისება სხვადასხვა საინტერესო თამაშებით. ჩვენი მიზანია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული სმენა და მეტყველება აქვთ სულ ოდნავ მაინც გავუმარტივოთ ცხოვრება და საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენსა და მათ შორის არსებული ბარიერის შეძლებისდაგვარად გადალახვას. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ჩვენთვის საინტერესო ტექნოლოგიები დავაკავშირეთ.

Built With

+ 1 more
Share this project:

Updates