ShareSlides.ga საშუალებას მოგცემთ გააზიაროთ თქვენი პრეზენტაცია და ხელმისაწვდომი გახადოთ აუდიტორიისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ პრეზენტატორი უზიარებს მაყურებლებს პრეზენტაციას. შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენება (პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, სმარტფონი ...) როდესაც პრეზენტატორი გადართავს შემდეგ სლაიდზე ლაივ რეჟიმში გადაირთვება ყველა მაყურებელთან

შეგიძლიათ გაუშვათ პრეზენტაცია პროექტორზე და სლაიდების სამართავად გამოიყენოთ მოშორებით მდებარე კომპიუტერი მაგალითად, ნოუთბუქი რომელიც თქვენ მეგობარს უდევს მუხლებზე და აუდიტორიის ბოლოში ზის, ან სულაც საკუთარი მობილური ტელეფონი რომელიც ხელში გიჭირავთ. შეგიძლიათ მიუთითოთ სლაიდის ნებისმიერ წერტილზე ისევ და ისევ თქვენი მობილური ტელეფონით, რომელიც პროექტორზე გამოჩნდება წითელი წერტილის სახით. შეგიძლიათ პრეზენტაციის კეთების დროს მთელი დარბაზი შემოიაროთ და ერთხელაც არ მოგიწიოთ ნოუთბუქთან მისვლა შემდეგი სლაიდის გადასართავად ან უფრო უარესი პროექტორის გამოსახულებასთან მისვლა და თითით ხაზგასმა მნიშვნელოვან ტექსტზე.

პრეზენტაციის ხარისხი არ არის დამოკიდებული ინტერნეტის სიჩქარეზე. მას შემდეგ რაც პრეზენტაცია მთლიანად ჩაიტვირთება ზუსტად ისეთივე ხარისხის პრეზენტაცია რაც აქვს მასტერს.

როგორ მუშაობს

  • მომხმარებელი ინტერფეისიდან ამატებს სლაიდშოუს
  • აგენერირებს ბმულს
  • აგზავნის ან აზიარებს ბმულს
  • ყველა ვინც ამ ბმულზე შევა ხდება სლაიდშოუს მაყურებელი

ფუნქციები

  • სლაიდშოუს შექმნა და ედიტირება
  • სლაიდშოუს მართვა
  • მნახველთა რაოდენობა ლაივ რეჟიმში
  • წითელი წერტილით მიმთითებელი
  • მაყურებლებს არ შეუძლია ნახოს პრეზენტაციის სლაიდი რომელიც პრეზენტატორს ჯერ არ ჩაუტვირთავს
  • მაყურებელს შეუძლია გადავიდეს წინა სლაიდებზე

მთლიანობაში გვაქვს საიტი სადაც შეგიძლია დაათვალიერო პრეზენტაციები და ისწავლო რამე ახალი ან დარეგისტრირდე, შექმნა პრეზენტაცია და გაუზიარო სხვებს, არ მოგეწონოს, შეცვალო და ხელახლა გაუზიარო.

რა გამოვიყენეთ?!

  • HTML5 websockets და nodejs სერვერზე.
  • php და mysql საიტის მხარეს.
  • Reveal Js პრეზენტაციების საჩვენებლად.
  • digitalocean - VPS
  • Trello
  • არსებული და არარსებული ცოდნა.
  • გუნდური მუშაობის უნარი (რომელიც უხვად აღმოგვაჩნდა :D).

რას ვგეგმავთ?!

ბევრ რამეს!!! უფრო კონკრეტულად?!

  • პრეზენტაციის გაზიარების დროს ხმის სტრიმინგს.
  • სლაიდზე ხაზის გავლების ან რაიმე ფიგურის დახაზვის საშუალება
  • პრეზენტაციის ბოლოს კითხვის დასმის ფუნქციის ჩამატებას.

პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ ხშირად ისმება კითხვები სადაც კითხვის დამსმელს ხშირად უნდა რომელიმე წინა სლაიდზე დაბრუნება და კონკრეტულ ტექსტზე მითითება. რამე ვერ გაიგო ან თუნდაც შენიშვნას აძლევს პრეზენტატორს. Shareslides-ის საშუალებით ის გახდება რამოდენიმე წამით პრეზენტატორი და გადართავს იმ სლაიდზე რომელიც უნდა და მიუთითებს იმაზე რაც უნდა საკუთარი სმარტფონიდან პრეზენტაციის საკეთებელი ინტერფეისის შექმნას

Share this project:
×

Updates