Inspiration

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ყოფნისას, სადაც ხმამაღალი მუსიკაა ჩართული, მაგალითად კაფე, რესტორანი, დაბადების დღეები, სამარშუტო ტაქსები და სხვა მრავალ ადგილას ხშირად გაგვჩენია სურვილი, რომ როგორმე მარტივად შეგვეძლოს ამ მუსიკის არჩევა. უმრავლეს შემთხვევებში უსამართლო იქნებოდა, ეს უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს რომ ჰქონდეს.

What it does

ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ამ სურვილის განხორციელების ძალიან მარტივ, სამართლიან და იაფ შესაძლებლობას ქმნის. ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც გააჩნია browser-ი, შეუძლია ჩვენს საიტზე შესვლა და მედია სტრიმის გაშვება. ამ სტრიმს კი ქმნიან გარშემო მყოფი ადამიანები თავიანთი სმარტფონების გამოყენებით.

How we built it

გვაქვს ერთი ცენტრალური მედია-სერვერი, რომელიც ემსახურება ყველა player-სა და ადამიანს. სისტემა ავტომატურად აკავშირებს მოწყობილობებს, რომლებიც ერთ wi-fi ქსელზე არიან მიერთებული. სერვერზე თითოეული player-ისთვის ინახება პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული სიმღერების რიგი. თითოეულ ადამიანს, რომლიც იმავე wi-fi ქსელზეა რაზეც player-ი, შეუძლია მოითხოვოს ამ რიგში მცირე პრიორიტეტით ახალი სიმღერის დამატება, ან უკვე არსებულებისთვის პრიორიტეტის ერთჯერადად გაზრდა ან შემცირება. player-ი ყოველ ჯერზე ირჩევს მაქსიმალური პრიორიტეტის მუსიკას, უკრავს და აგდებს მას რიგიდან.

Challenges we ran into

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც წავაწყდით არის მომხმარებლის მიერ სახელით გადმოცემული სიმღერის პოვნა და მისი მედია სტრიმისთვის გამზადება იყო. ამ საკითხის გადასაჭრელად გამოვიყენეთ youtube data api.

Accomplishments that we're proud of

ჩვენი პროექტის მთელი შინაგანი სირთულე აბსტრაგირებულია კლიენტისგან და პროდუქტი ყველა ადამიანისთვის ძალიან ადვილი გამოსაყენებელია. საწყის ეტაპზე გვაქვს android და IOS აპლიკაციების მხარდაჭერა

What we learned

ყველაფერი, რაც It's built with-ში წერია

What's next for Shared Playlists

უკვე გამზადებულ პლატფორმაზე მრავალი საინტერესო სიახლის დამატება შეიძლება. მაგალითად ადვილად შეიძლება ადამიანის მუსიკალური გემოვნების შესწავლა და აქედან გამომდინარე, მისთვის შესაბამისი ადგილების შეთავაზება.

Share this project:
×

Updates