Inspiration

დღევანდელი სმართფონების ელემეტებს არ შეუძლიათ დიდხანს გაძლება, ჩვენ მოვიფიქრეთ გზა თუ როგორ შეიძლება ჩვენივე სხეულიდან დავტენოთ ჩვენი ტელეფონი დღის განმავლობაში და პარალერულად მოვუსმინოთ მუსიკებს.

How it works

სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან ყურსასმენებიანი ქუდისგან, რომელზეც დამაგრებულია პელტიერის ელემენტები და სადენით უკავშირდება სმართფონს. პელტიერის ელემენტის საშუალებით ჩვენ ჩვენი თავის(თავი) სითბოსგან და ქუდის გარეთ არსებული სიცივისგან ვღებულობთ ენერგიას.

ამასთან ერთად არის ასეთი იდეა: სმართფონში არის სპეციალური player აპლიკაცია ამ ქუდისთვის. შეუძლებელი იქნება აპლიკაციის ჩართვა სპეც ქუდის გარეშე, და არ მოხერხდება ამ ქუდით სმართფონის დატენვა და მუსიკების მოსმენა ამ აპლიკაციის გარეშე. ამით გვსურს რომ ვაჩვენოთ მარკეტინგის მნიშვნელობა.

Challenges I ran into

გადასაჭრელი იყო უამრავი პრობლემა როგორც Hardware-ში ისე Software-ში. იდეურად და თეორიულად ყველაფერი ნათელია: გვაქვს ქუდზე მიმაგრებული პელტიერის ელემენტები, რომლებიც გარეთ სიცივეში თავის სითბოსა და გარეთ არსებული სიცივის გამო გამოიმუშავებენ საკმარისს ენერგიას,(ქუდზევეა ყურსასმენები), ეს სისტემა მიერთებულია პატარა ელექტრონულ სქემაზე რომლიდანაც სმართფონში იგზავნება სპეციალური კოდი, სმართფონში არსებული აპლიკაცია კი ირთვება ამ კოდის მიღების შემდეგ და დატენვასთან ერთად მომხმარებელს ექნება საშუალება მოუსმინოს სასურველ მუსიკას ამავე აპლიკაციით.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ,,პირველი მოდელი" ასახავს მთავარ იდეას Shang Tsung-ისა, ეს სამწუხაროდ არ არის ისეთი დახვწეილი როგორც თეორიულად და გვიჩვენებს მხოლოდ ეფექტს. ეს კი იმისგანაა გამოწვეული, რომ ჩვენ ამჟამად არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის პელტიერის ელემენტები და არ არიან საკმარისი სიმძლავრის. იდეაში შეიძლება გაცილებით მაღალი ხარისხის პელტიერის ელემენტების გამოყენებაც.

Share this project:

Updates