ჩვენი პროექტი შთაგონებულია ორი საჭიროებიდან გამომდინარე. პირველი - მჭირდება პროდუქტი, რომელიც მომცემს საშუალებას, მაქსიმალურად ეფექტური გავხადო მეგობრებთან კომუნიკაცია. დავხარჯო მეტი დრო ურთიერთობაში და ნაკლები შეხვედრების ორგანიზებაში და მეორე ვიცოდე რას საქმიანობენ და სად იმყოფებიან ჩემი მეგობრები რეალურ დროში, გავაზრიარო ჩემი შეხედულებები ამათუ იმ ადგილთან დაკავშირებით და მივიღო მათი რეკომენდაციები. და რაც მთავარია და გამოვიყენო ამისთვის მინიმალური ძალისხმევა. აპლიკაცია აერთიანებს შენს მეგობრებს შენ ირგვლივ და შესაძლებლობას გაძლევს რეალურ დროში დაინახო მათი ადგილმდებარეობა რუკაზე. აპლიკაცია ჯერ-ჯერობით შექმნილია ორი პლატფორმისთვის: Web და Android. სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია შექმნას სამეგობრო ან გაწევრიანდეს სხვა რომელიმე მომხმარებლის სამეგობროში. სისტემაში შესაძლებელია კონკრეტული ადგილების (ლოკაციების) დარეგისტრირება. შესაძლებელია მათი აღწერების დათვალიერება ან ახალი აღწერის დამატება. სისტემაში აგრეთვე არსებობს ერთგვარი გზავნილი, ე.წ. "shout"-ი, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ტექსტი და მას რეალურ დროში დაინახავენ შენთან ახლოს მყოფი მეგობრები.

სისტემა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ხელი შეუწყოს მომხმარებლის აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. გაუადვილოს მას მეგობრებთან შეხვედრების ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში აცნობოს მეგობრებს ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ...

ასევე ახლო მყოფი მეგობრების დამეგობრება შესაძლებელია Beam-ის საშუალებით

სისტემაში შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ელ.ფოსტა და პაროლი: email: test@test.com password: 12345

Share this project:
×

Updates