მტრედი არის ისტორიაში პირველი ქართული საკომუნიკაციო აპლიკაცია. სიტყვა "ქართულში" იგულისხმება: ქართული ინტერფეისი და რამდენიმე მახასიათებელი: შეტყობინების გაგზავნისას თუკი თქვენ გამოიყენებთ რაიმე ბარბარიზმს ნებისმიერ ბრუნვაში, აპლიკაცია შეგისწორებთ მას შესაბამისი სიტყვით. მტრედში შესაძლებელია მხოლოდ ქართულად წერა, რადგან მტრედიც და ჩვენც მხარს ვუჭერთ #წერექართულად კამპანიას.

რა ვისწავლეთ ჩვენ

ჩვენ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვისწავლეთ რამდენიმე ახალი ტექნოლოგია და რა თქმა უნდა, მივიღეთ უმაგრესი გამოცდილება.

რისი თქმა გვინდა

ამ აპლიკაციით ჩვენ ჩვენი იდეოლოგიით ხელს ვუწყობთ #წერექართულად კამპანიის გავრცელებას ქართველ ხალხში,რადგან უმნიშვნელოვანესია წერო შენს ენაზე. მით უმეტეს,რომ ქართული ენა ასეთი მაგარია!

რას გავაკეთებთ მისი განვითარებისთვის

ჩვენ ჰაკათონის მერეც განვაგრძობთ პროექტის განვითარებას და იგი უახლოეს მომავალში განთავსდება Play Store-ზე.

+ 16 more
Share this project:
×

Updates