იდეის აღწერა

იდეა წარმოადგენს თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემას მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომელიც გაშვებული იქნება თანამშრომლის ტელეფონზე. სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის შემდეგ მოხდება მომხმარებლის დაფიქსირება კონკრეტული დროისა და თარიღის მიხედვით. აპლიკაცია იყენებს უნიკალურ მიდგომას აღნიშნული მონაცემების დასადიქსირებლად.

არსებობს სტანდარტული და საკმაოდ გავრცელებული გზა რომ დავადგინოთ მომხმარებლების ადგილმდებარეობა სმარტფონის მეშვეობით, - GPS. აღნიშნული მეთოდის გამოყენება დაკავშირებულია რამოდენიმე პრობლემასთან:

  1. არ არის ყოველთვის კორექტული და ზუსტი. ხშირ შემთხვევაში აქვს რამოდენიმე მეტრი აცდენა რეალურ წერტილისაგან სადაც მომხმარებელი იმყოფება.
  2. ცუდად მუშაობს დახურულ სივრცეში - შენობებში.
  3. მოითხოვს ბევრ რესურს მოწყობილობისგან, განსაკუთრებით ელემენტსა და ენერგიას
  4. ასევე ერთი საინტერესო და პატარა მომენტი რამაც თავი იჩინა აპლიკაციისა და გეგმისა რეალიზაციის პროცესში: წარმოვიდგინოთ 7 სართულიანი შენობა სადაც განლაგებულია სხვადასხვა კომპანიის ოფისები. შეგვიძლია დავუშვათ რომ ჩვენი კომპანიის ოფისი განლაგებულია მე-5 სართულზე.

ამ შემთხვევაში მომხმარებელი იმყოფება მეორე სართულზე (ორი სართულით იმაზე დაბლა სადაც განლაგებულია მისი რეალური სამუშაო ადგილი). ამ მომენტით შეეძლოთ ესარგებლათ მაგალითად , უპასუხისმგებლო თანამშრომლემს, მიუხედავად იმისა გამოცხადდნენ თუ არა სამსახურში აპლიკაცია მათ მაინც დააფიქსირებდა მონაცემთა ბაზაში, როგორც მოსულებს.
რეალიზაციის ხერხი - ინოვაციური მიდგომა ზემოთ აღნიშნული ფუნქციის რეალიზაციისათვის ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ საყრდენ წერტილს, რომელიც გააჩნია ნებისმიერი კომპანიას, WI-FI ქსელს - მოდემი და მისი უნიკალური Mac მისამართი: 78:1F:DB:BD:B9:44. ასევე ip მისამართს, ორმაგი ვერიფიკაციისთვის, რათა უფრო კორპორაციული და დაცული იყოს ზემოთ უკვე აღწერილი და სხვა უსაფრთხოების პრობლემებისაგან.

Mac მისამართის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვაკონტოლოთ მომხმარებლის გასვლა და შემოსვლა იმ რადიუსში სადაც მოქმედებს კომპანიის WIFI არეალი. სამსახურის ან თანამშრომლის უშუალო უფროსი ვებ-აპლიკაციის მეშვეობით თვალს ადევნებს დღის განმავლობაში თანამშრომელთა დაგვიანებებს, გაცდენებსა და ნამუშევარ საათებს. სამსახურის უფროსს საიტზე წინასწარ აქვს გაწერილი მისი კომპანიის ქსელის Mac მისამართები. ახალი თანამშრომლის მოსვლის შემთხვევაში, უფროსს შეჰყავს თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია და მისი e-Mail მისამართი, რემელთანაც სინქრონიზირებულია ტელეფონი და რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მომხმარებლის ვერიფიკაციაში. TOP თანამშრომლებს, რომელთაც ყველაზე ნაკლები დაგვიანება დაუფიქსირდებათ თვის განმავლობაში, გადაეცემათ სამსახურის მიერ, საიტის მეშვეობით, წინასწარ დაწესებული ბონუსები.

მობილურის აპლიკაცია აპლიკაციის ფუნქციონალი:

  1. სამსახურში დაფიქსირების შემდეგ თანამშრომელს უჩვენებს ნამუშევარი საათების ოდენობას. ასევე აფიქსირებს შესვენაბაზე გასვლასა და შემოსვლას
  2. აპლიკაცია, ოფისში გამოცხადებამდე გახსნის შემთხვევაში, აჩვენებს timeer-ს, დროის უკუთვლით რეჟიმში. თუ რა დრო დარჩა სამსახურის დაწყებამდე
  3. სამსახურში გვიან გამოცხადებისას უწერს თუ რამდენი დააგვიანა
  4. ბონუსებში ჩანს მიმდინარე და წინა თვის გათამაშებული ბონუსები

აპლიკაციის პირველად გახსნის შემთხვევაში, სერვერზე, ვებ-სერვისს ვუგზავნით Google Account-ის E-Mail-ს, რომლითაც დარეგისტრირებულია სმარტფონი ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის ვალიდაციის მიზნით. ვადგენთ თუ რომელ კომპანიას მიეკუთვნება თანამშრომელი. ამის შემდეგ ბაზიდან მოგვაქვს ის კონტენტი რაც შეესაბამება კონკრეტულ მომხმარებელს, პაროლისა და ID - ს ჩაწერის გარეშე, რაც აპლიკაციას უფრო მომხმარებელზე მორგებულს ხდის.

User Friendly

  1. ღილაკზე "Go to Lunch" დაჭერის შემთხვევაში Foursquare API - ის მეშვეობით აჩვენებს ახლომდებარე კვების ობიექტების და ადგილმდებარეობას Google map-ზე.
  2. სამუშაო საათის დამთავრების შემდეგ აჩვენებს მიმდინარე დღის ივენთებს info-tbilisi.com - დან. (ვერ მოესწრო მცირე დროის გამო)

ბმულები: Site: http://91.212.213.10/~ge/hack/

Design Files: http://cl.ly/URi6 http://cl.ly/USNz Source Code Web App: http://cl.ly/URvb Source Code Mobile: http://cl.ly/URnL

იდეაზე და მის რეალიზებაზე მუშაობდნენ:
გივი კუჭუხიძე - დეველოპერი,
ვლადიმერ ნაჭყეპია - დეველოპერი,
ალექსანდრე ბუაძე - დიზაინერი.

გმადლობთ.

Built With

Share this project:
×

Updates