ჩვენი პროექტი არსი მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ შევხმენით მოწყობილობა რომელიც საშუალებას მისცემს მუზეუმის დამთვალიერებელს ინფორმაცია მიიღოს მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატის შესახებ, აუდიო ვერსიის სახით.

პროექტის მთავარი პლიუსები არის მოხმარების სიმარტივე, ინდივიდუალურობა და სხვადასხვა ენების მხარდაჭერა. მოწყობილობის მოხმარება არის ძალიან მარტივი - აქვს მხოლოდ 2 ღილაკი, ერთი არის აუდიო ფაილის ჩართვა/ დაპაუზება და სხვა ენის არჩევა. ექსპონატზე ინფორმაციის მისაღება მხოლოდ საჭიროა ექსპონატის იდენთიპიკატორთან მოწყობილობის ახლოს მიტანა, და ამის შემდეგ მოწყობილობა დაიწყებს ხმოვანი სიგნალების ჩართვას. მოწყობილობა გაძლევს საშუალებას მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერო და მიიღო მათზე ინფორმაცია ინდივიდუალურად. მომხმარებელს აღარ მოუწევს მუზეუმში ჯგუფთან ერთად სიარული ინფორმაციის მისაღებად და შესაძლებელი იქნება ინფორმაციის სხვადასხვა ენაზე მიღება. ამჯერად ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი ენის მხარდაჭერა, ესენია ქართული და ინგლისური ენები, მაგრამ, ენების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული და შესაძლებელი იქნება იმდენი ენის გამოყენება რამდენსაც მუზეუმის ადმინისრაცია ჩათვლის საჭიროდ.

პროექტის განსახორციელებლად ჩვენ გამოვიყენეთ Arduino Uno, რაც წარმოადგენს პროექტის ბირთვს, ასევე ხმოვანი სიგნალების დასამუშავებლად ჩვენ გაოვიყენეთ გამოვიყენეთ MP3 აუდიო დაფა. შევქმენით User Shield საიდანეც ხდება ენების არჩევა და აუდიოს გაშვება/დაპაუზება. პროექის პროგრამული უზრუნველყოფა დავწერეთ C/C++ პროგრამულ ენებში.

Built With

Share this project:

Updates