„mathწავლებელი“ აბიტურიენტებს სთავაზობს ერთიან პლატფორმას: საგამოცდო არქივს, ინტერაქტიულ მასალებს, იმიტირებულ გამოცდებს და ქართულ AI რეპეტიტორს — ხარისხიანი განათლება ყველასთვის, ნებისმიერ დროს.
Inspiration: ჩვენი ინსპირაციის წყაროა აბიტურიენტები, რომელთათვისაც მათემატიკის ეროვნული გამოცდისთვის საჭირო მასალები ინტერნეტში მიმოფანტულია, მოსწავლეებს უწევთ მათი მოძიება და დიდი დროის კარგვა. ამიტომ, ყველა მათთვის საჭირო რესურსი ჩვენ ერთ სივრცეში მოვათავსეთ, რათა დაზოგონ დრო და 24/7-ზე შეეძლოთ სასურველი სავარჯიშოების გაკეთება.
What it does: ვებსაიტი ერთ პლათფორმაზე უყრის თავს ყველა აუცილებელ ტესტს, სავარჯიშოს, წიგნს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს აბიტურიენტს მათემატიკაში მოსამზადებლად. პლათფორმას შეუძლია შეადგინოს იმიტირებული გამოცდა(თავისი წამზომით და სირთულის შერჩევით), რითიც აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს რეალური გამოცდილება და მთავარი ტესტისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყოს. ასევე პლატოფორმაზე ჩაშენებული არის AI ასისტენტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება სხვადასხვა ამოცანის ამოხსნასა და შინაარსობრივად გაგებაში.
How we built it: Frontend-ისთვის გამოვიყენეთ react.js და tailwind CSS, ხოლო Backend-ისთვის პითონი, სადაც ჩავაშენეთ Google Gemini API და დავაკავშირეთ ჩვენს დათაბაზასთან. ბაზისთვის საჭირო დეითა PNG-ფაილებიდან დავაექსტრაქტეთ JSON ფორმატში და პითონით ავტვირთეთ Supabase-ში გაკეთებულ ბაზაში, სადაც გვაქვს საგამოცდო საკითხებისა და აქამდე მოსული ამოცანების ბაზა რომელსაც ჩვენი Mathბოტი იყენებს. მათემატიკური სიმბოლოები ჩაწერილია LaTeX-ით რათა საიტზე მარტივად წაკითხვადი იყოს
Challenges we ran into: პროექტის შექმნისას ყველაზე დიდი ტექნიკური ბარიერი წლების განმავლობაში დაგროვებული, სკანირებული საგამოცდო მასალების ინტერაქტიულ ვებ-ელემენტებად გარდაქმნა იყო, რასაც დიდი რესურსი დასჭირდა. გარდა ამისა, განსაკუთრებული ძალისხმევა მივმართეთ AI-ის „გაწვრთნისკენ“, რათა ენობრივ მოდელს (Gemini) ზუსტად გაეგო ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია და აბიტურიენტებისთვის ამოცანები არა მშრალი ფორმულებით, არამედ გასაგები, ემპათიური და დეტალური განმარტებებით აეხსნა.
Accomplishments that we're proud of: განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ შევძელით ხელოვნური ინტელექტის (Gemini) სრულფასოვანი ადაპტირება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეზე — ჩვენმა სისტემამ ისწავლა არა მხოლოდ ამოცანის პასუხის გაცემა, არამედ მისი ამოხსნის გზების მეთოდური, ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნა მშობლიურ ენაზე. გარდა ამისა, ჩვენი უდიდესი მიღწევაა სრულიად უფასო ეკოსისტემის შექმნა, სადაც ათწლეულების საგამოცდო მასალა და უახლესი ტექნოლოგიები ერთმანეთს ერწყმის, რითაც ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ნებისმიერი კუთხის მოსწავლისთვის
What we learned: ამ პროექტმა გვასწავლა, რომ განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრირება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მონაცემთა გაციფრულება. ჩვენ ღრმად გავიაზრეთ, თუ როგორ უნდა „ვესაუბროთ“ ხელოვნურ ინტელექტს (Prompt Engineering), რათა მან მშრალი მათემატიკური პასუხების ნაცვლად, მოსწავლეს მსჯელობის უნარი განუვითაროს. ტექნიკური თვალსაზრისით კი, ვისწავლეთ ძველი, არა-სტრუქტურირებული არქივების გარდაქმნა თანამედროვე, ინტერაქტიულ ვებ-პლატფორმად, სადაც React-ი და AI ჰარმონიულად მუშაობენ ერთი მიზნისთვის ,ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის.
What's next for Mathსწავლებელი: სამომავლოდ ვგეგმავთ პლატფორმის მასშტაბების გაზრდას და სხვა საგნების (ფიზიკა, ქიმია, უნარები) დამატებას. გვინდა, რომ ჩვენმა AI მასწავლებელმა არა მხოლოდ ტექსტური, არამედ ვიზუალური ინფორმაციაც დაამუშაოს, მაგალითად, მოსწავლემ შეძლოს ამოცანის ფოტოს გადაღება და მყისიერი ახსნის მიღება. ასევე, ვმუშაობთ მობილური აპლიკაციის შექმნაზე და გეიმიფიკაციის ელემენტების ინტეგრირებაზე, რათა სწავლის პროცესი კიდევ უფრო სახალისო და მოტივაციის მიმცემი გახდეს.
Log in or sign up for Devpost to join the conversation.