რატომ?

ყველას გვქონია შემთხვევა როცა არ გვახსოვს გამოსვლისას დავკეტეთ თუ არა სახლის კარები, გამოვრთეთ თუ არა ესა თუ ის მოწყობილობა და ა.შ. თავიდან იდეა მოიცავდა ჭკვიან სახლს, რომელსაც შეეძლო დამონტაჟებული სენსორებიდან მონაცემების მიღება და ვებ გვერდზე წარმოდგენა, თუმცა ამას დაემატა კიდევ ბევრი იდეა და საბოლოოდ გადაიქცა მოქნილ სისტემად, როგორც სენსორების ასევე პროგრამული მოდულების დამატებისათვის.

როგორ?

HomeX

ერთი arduino იღებს ინფორმაციას სენსორებიდან და უკაბელოდ გადასცემს მეორეს, რომელიც ამ ინფორმაციას აწვდის სერვერს. როგორც სერვერს ვიყენებთ მინი კომპიუტერ Raspberry Pi-ს, რომელიც ამუშავებს სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას. მასზეა Node.js-ზე დაწერილი ბირთვი რომელიც ამ მონაცემებს აგზავნის ვებ გვერდზე websocket-ის გამოყენებით.

პრობლემები და გამოწვევები!

რადგან იდეები გზადაგზა მოგვივიდა და წინასწარ მომზადებულები, ამ კონკრეტული მიზნისთვის, არ ვყოფილვართ, ყველაფერი მოკლე დროში უნდა მოგვეფიქრებინა და აგვეწყო. უნდა დაგვეწერა ბირთვი რომელიც შეიერთებდა ახალ მოდულებს და ამ მოდულების კოდს გაუკეთებდა ინტეგრაციას როგორც სერვერის მხარეს ასევე ბრაუზერში, კლიენტის მხარეს. უნდა გადაგვეჭრა უკაბელოდ მონაცემების გადაგზავნის პრობლემა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, ძვირადღირებული აპარატურის გარეშე.

რა ვისწავლეთ?

ვისწავლეთ საქმის გადანაწილება, პრობლემისა და მისთვის საჭირო დროის ანალიზი. მივიღეთ გამოცდილება ტექნიკური და პროგრამული ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირების.

რა იქნება შემდეგ?

დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა sms და display-ს ინტეგრაცია. ეს მოდულები უზრუნველყოფენ სისტემის გამართულ მუშაობას ელექტრო ენერგიის არ ქონის შემთხვევაში. sms მოდულით შესაძლებელია ინფორმაციის გადაგზავნა და მოთხოვნა HomeX სერვერიდან. დისპლეი კი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვიზუალიზაციას ადგილზევე ვებ გვერდზე წვდომის გარეშე.

HomeX

საჭიროა დარჩენილი იდეების იმპლემენტაცია კოდში. ვაპირებთ marketplace-ის შექმნას რომელიც დააკავშირებს ჩვენს მომხმარებლებს დეველოპერებთან და ტექნიკოსებთან. დეველოპერებსა და ტექნიკოსებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თავიანთი პროდუქტი (სენსორები, ჩამკეტები,მოდულები და დრაივერები და ა.შ). მომხმარებელს კი შეეძლება თავად აირჩიოს რა უნდა.

Built With

Share this project:
×

Updates