ჩვენ გავაკეთეთ კომპიუტერულად მართვადი სისტემა რომელიც აკონტროლებს მასში მიერთებულ ნებისმიერ მოწყობილობებს და სენსორებს. მას შეუძლია ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის ჩართვა/გამორთვა და სენსორებიდან (ამ ეტაპზე ტემპერატურის და სინათლის სენსორებიდან) ინფორმაციის მიღება. მიკროკონტროლერად გამოვიყენეთ Arduino Uno რომელიც იმართება node.js-ზე აწყობილი სერვერიდან. სერვერსა და მიკროკონტროლერს შორის კავშირის დამყარება შეიძლება usb კაბელით ან bluetooth-ით. ამას გარდა სისტემა შეგვიძლია bluetooth გადამცემით გავაკონტროლოთ მობილური ტელეფონებიდან (დავტესტეთ android პლატფორმაზე BlueTerm-ის გამოყენებით, თუმცა სავარაუდოდ სხვებზეც იმუშავებს).

Share this project:

Updates