ამოცანა: შევქმნათ ვაჭრობის და სასაწყობო აღრიცხვის პროგრამა 1200 ლარის ბიუჯეტით, ანუ 48 კაც საათის რესურსით. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? მაგალითად გამოვიყენოთ სხვა და სხვა ბიზნეს პლათფორმა (1C, SalesForce და ა. შ.) 1C მეშვეობით ეს ამოცანა გადაწყვეტადია 48 კაც საათში, თუმცა ბიუჯეტში აღარ ჩავეტევით. ბიზნეს პლატფორმის გამოყენება მოგვცემს დროის მოგებას მაგრამ აგრეთვე გაზრდის პროდუქტის ფასს და თანაც კოდი ამ პლატფორმებს აქვს დახურული და ჩვენ ვიქნებით შეზღუდულები მათ მიერ მოცემული ფუნქციონალით. მოგვივიდა იდეა რატომაც არ დავავალოთ პროგრამის წერა პროგრამას რომელიც არ იღლება და შეუძლია ადამიანზე ბევრად სწრაფად წეროს პროგრამა. თანაც მისი შესრულებული სამუშაოს ღირებულება უფრო იაფია ვიდრე ადამიანის მიერ. რომ გავაანალიზოთ ამოცანა, მივალთ იმ დასკვნამდე რომ ფაქტიურად გვიწევს ბევრ ჯერ ერთი და იგივე კოდის წერა. 90-95% დაწერილი კოდი არი ისეთი რომელიც შეიძლება ვანდოთ კომპიუტერს შესაქმნელათ. მიუბრუნდეთ ამოცანას და ჩამოვთვალოთ ხელმისაწვდომი რესურსების და მოთხოვნები: 1 - 48 კაც-საათი და საჭირო ინვენტარი/ინსტრუმენტი 2 - შექმნილი პროგრამის 100% კოდი უნდა ხელმისაწვდომი იყოს რედაქტირებისთვის 3 - პროგრამა შეიცავს 20 მეტი ბიზნეს ობიექტების ტიპები (ორგანიზაცია, ქვეგანყოფილება, საწყობი და ა. შ.) 4 - პროგრამა უნდა იყოს კლასიკური 3 დონიანი აპლიკაცია

გამოგვივიდა შემდეგი პროდუკტი 95000 სტრიქონზე მეტი C# კოდი, აქედან ხელით ნაწერი (ანუ ის რისი გენერაციაც ვერ მოხერხდა) მიახლოებით 200. 4000 სტრიქონზე მეტი XAML კოდი, აქედან ხელით ნაწერი (არა ლოგიკა, ლოკალიზაციის თვის საჭირო ტექსტები) მიახლოებით 1000. 24000 სტრიქონზე მეტი SQL კოდი, აქედან ხელით შექმნილი - ნოლი.

Built With

Share this project:

Updates