პროექტი Goal არის ვებსაიტი, სადაც შეგეძლება დარეგისტრირება. ჩაწერე შენი მიზნები და დრო, რომელშიც გეგმავ რომ თითოეული მიზანი შესრულდეს. ჩაირთვება ტაიმერები და დაიწყება დროის უკუთვლა. პროცენტულად გამოითვლება, რამდენი მიზნიდან რამდენს ასრულებ, ეს იქნება შენი შეფასების ქულა. მეტი მოტივაციისთვის შეგეძლება შენი მიზნები მეგობრებს გაუზიარო ფეისბუქზე.

საიტი ყველასთვისაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მშობლებისთვის. წარმოიდგინეთ, თქვენს შვილს უნდა ველოსიპედი, ჩამოუწერეთ მას შესასრულებელი მიზნების სია. თუ მისი შეფასება Goal-ზე იქნება 90%, უყიდეთ მას ველოსიპედი. ასეთი მიდგომა ბავშვებს კარგ უნარებს ჩამოუყალიბებს.

G o a l ___ ჩვენი მიზნები დროში გაწერილი ოცნებებია!

Built With

Share this project:
×

Updates