მოკლე აღწერა: ჩვენი windows აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება ფურცელზე დაწერილი ხელნაწერის სურათის გარდაქმნა word-ის დოკუმენტად.
გამოყენების დეტალები: მომხმარებელი თავისი კომპიუტერიდან ტვირთავს ხელნაწერის სურათს (კამერით გადაღებულს ან დასკანირებულს). ამის შემდეგ აპლიკაცია აგენერირებს შესაბამისი ხელნაწერი ტექსტის word დოკუმენტს, რომლის ჩამოტვირთვაც შეეძლება მომხმარებელს ან გახსნის online.
ჩვენი ალგორითმის ბიჯები: 1.ხელნაწერი სურათის (png ან gif) დაყოფა პიქსელებად (100%-ით შევასრულეთ). 2.ხელნაწერის გამოცალკევება ფურცლის ფერებისაგან(background-ისგან)(100%-ით შევასრულეთ). 3.ხელნაწერი პიქსელების დანომრვა ჩვენი ალგორითმის მიხედვით(100%-ით შევასრულეთ). 4.დანომრილი პიქსელების მიხედვით თითოეული ასოსთვის უნიკალური რიცხვითი კოდის მინჭება(100%-ით შევასრულეთ). 5.ხელნაწერი და ბეჭდური სიმბოლოების მსგავსების პროცენტული შედარება ჩვენი ალგორითმის მიხედვით(პროექტის სირთულისა და დროის სიმცირის გამო ამ ეტაპის მხოლოდ 60% შევასრულეთ).
შემდგომი განვითარება: ვაპირებთ პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ჰაკათონის გარეთ. ვგეგმავთ შევქმნათ web საიტი ASP.NET MVC ტექნოლოგიის გამოყებით.
Log in or sign up for Devpost to join the conversation.