პროექტი GammaTracker -ის მთავარი იდეა არის მსოფლიოს მოსახლეობის დაცვა გამა გამოსხივებისგან (რადიაციისგან), არსებული რადიაციის მზომავი ხელსაწყოები არ არის გათვლილი მუდმივ მუშაობაზე და მათი გამოყენება ხდება ცალკეული პირების მიერ, ასევე ამ ხელსაწყოების დამზადება ჯდება ძალიან ძვირი და ეს ხელს უშლის მასობრივ გამოყენებას, შესაბამისად ჭარბი რადიაციის დროს მოსახლეობა დროულად ვერ რეაგირებს და ხდება კატასტროფის მსხვერპლი. მოსახლეობას ესაჭიროება სანდრო წყარო საიდანაც მარტივად შეძლებს რეალურ დროში მიიღოს ინფორმაცია მის გარშემო არსებული რადიაციის დონის შესახებ.

ჩვენ არდუინოთი ავაგეთ მექანიზმი რომელიც რეალურ დროში ითვლის ახლო მდებარე რადიაციის დონეს და ამ ინფორმაციას ამატებს მონაცემთა ბაზაში საიდანაც შემდეგ საიტზე გამოისახება ვიზუალურად Google Maps -ის საშუალებით.

ასევე მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია თავისი სმარტფონიდან რომელიც შეამოწმებს მის ადგილმდებარეობას და მოძებნის მონაცემთა ბაზაში ამ ადგილმდებარეობაში რამხელაა რადიაციის დონე, ხოლო თუ რადიაციის დონე დასაშვებზე მაღალია, აპლიკაცია გაუშვებს გამაფრთხილებელ სიგნალს და მომხმარებელი შეძლებს მაღალი რადიაციის მქონე ადგილიდან თავის დახწევას.

Share this project:
×

Updates