ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას დავტოვოთ ნაკვალევი ყველგან : საკლასო ოთახში ,უნივერსიტეტში ,რომელიმე ღირსშესანიშნავ ადგილზე ან თუნდაც ტყეში რომელიმე ხესთან (დიახ, სწორედ იმ ხესთან რომელზეც ოდესღაც საკუთარი ინიციალები „ამოვკაწრეთ“). მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელმა საკუთარ კვალი დატოვოს აპლიკაციის საშუალებით, რაც ვფიქრობთ, რომ შეამცირებს ვანდალიზმის ფაქტებს ჩვენს გარშემო, ისეთებს როგორებიცაა წარწერები შენობებზე, ძეგლებზე, ნაკაწრები ხეებზე და ა.შ. აპლიკაციის გამოსაყენებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს მარტივი რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მას შეეძლება დატოვოს თავისი ან ნახოს სხვისი ნაკვალევი. საკუთარი კვალის დატოვება საკმაოდ მარტივია: შესაბამის ველში შეგვყავს ტექსტი და ვაჭერთ ნაკვალევის დატოვების ღილაკს. მოხმარებელს შეუძლია ნახოს სხვის მიერ დატოვებული ნებისმიერი ნაკვალევი , რომელიც ფიქსირებული რადიუსში იმყოფება მის ადგილმდებარეობასთან. ამის განხორციელება კი შესაძლებელია ორი გზით: რუკის გამოყენებით, რომელიც ვიზუალურად წარმოდგვიდგენს კონკრეტული ნაკვალევის ადგილმდებარეობას და სიის სახით. სიის სახით ნახვა მომხმარებლისთვის მეტად ინფორმაციულია, რადგან საშუალება გვაქვს დეტალურად ვიხილოთ კონკრეტული ნაკვალევის ავტორი, შექმნის თარიღი და რეიტინგი. უფრო დეტალურად ჩვენს აპლიკაციას ვიდეო რგოლში წარმოგიდგენთ.

// ყურადღება// აპლიკაციის გაშვება შეუძლებელია სერვერის გარეშე რომელიც გაშვებულია ჩვენს კომპიუტერებში ლოკალურად.

Built With

Share this project:
×

Updates