ჩვენი საიტის მიზანია დაეხმაროს ხალხს იპოვოს დაკარგული ნივთი/დოკუმენტი/პირადობა და ასე შემდეგ. თუ ვინმემ რამე დაკარგა და ეს იპოვა კეთილსინდისიერმა ადამიანმა და უნდა, რომ მფლობელს დაუბრუნოს, ეს საიტი ზუსტად ამისთვისაა. ძალიან ხშირად, მეტროებში თვეობითაა პირადობის მოწმობები და ბარათები ჩაბარებული იმ იმედით, რომ ოდესმე პატრონი მიაკითხავს, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისეთი ნივთი იკარგება, რომელსაც სახელი და გვარი არ აწერია და უბრალოდ შეუძლებელია დაბრუნება. თუ ჩვენი საიტის შესახებ გაიგებს ხალხი, ყველას ეცოდინება სად ეძებოს კუთვნილი ნივთი და უსახელო ნივთების დაბრუნების პრობლემაც მოიხსნება. მომავალში შესაძლებელია მობილურისთვის აპლიკაციის დაწერაც რაც ნაპოვნი ნივთის მალე დამატების საშუალებას მოგვცემს.

Share this project:

Updates