Inspiration

ალბათ ბევრს ქონია სურვილი მეგობართან ერთად საყვარელი ფილმისთვის ეყურებინა, მაგრამ იმის გამო რომ ფიზიკურად ისინი სხვადასხვა ადგილას იყვნენ, ეს პროცესი გაუმართავი, არასასიამოვნო და თითქმის შეუძლებელი იყო. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ვებ-გვერდი, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ერთად ეყურებინათ მათი საყვარელი ფილმებისთვის, მიუხედავად იმისა თუ სად იქნებოდნენ ისინი.

What it does

ვებ-გვერდზე არის "public" და "private" ოთახები, სადაც მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ფილმის, სერიალის, ანიმეს და ა.შ. ყურებას. Private ოთახებს აქვთ უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც ყველას შეუძლია მისი მეგობარი მოიწვიოს ამ ოთახში. ეს იქნება გართობის ერთ-ერთი ახალი საშუალება, სადაც მეგობრები აზრებს და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს გაუზიარებენ და კიდევ უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთს. Public ოთახებს არ სჭირდებათ გასახსნელი კოდი და ნებისმიერს შეუძლია მათში შესვლა. ეს ხელს უწყობს უცნობი ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას საერთო ინტერესების შესაბამისად. როცა მომხმარებლები ერთი და იგივე ოთახში სხვადასხვა ადგილიდან შედიან, ვიდეოს პროგრესი (დრო) მაინც ყველასთვის უცვლელი რჩება. ამიტომ, ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ რასაც თვითონ ხედავს, ზუსტად იმავეს ხედავს ყველა სხვა. ფილმის ყურების დროს მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიწერონ ერთმანეთს საიტზე ჩაშენებული ჩატის მეშვეობით. ეს ხსნის ბევრ ახალ შესაძლებლობას - ბევრად მარტივი ხდება ფილმის განხილვა, შთაბეჭდილებების გაზიარება, ადამიანების გაცნობა და ა.შ.

How we built it

ამჯერად ვიდეოს სინქრონიზირება და ჩატი იმართებიან სერვერით, რომელსაც უკავშირდებიან მომხმარებლები რომელიმე room-ში შესვლისას. ამჯერად, ერთი კლიენტის მიერ გაგზავნილი მოთხოვნა ეგზავნება სერვერს, სერვერი კი ამ ინფორმაციას უგზავნის ყველა მასთან დაკავშირებულ კლიენტს რეალურ დროში. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება საკმაოდ სწრაფი ჩატი და ვიდეოს ზუსტი სინქრონიზირება კლიენტებს შორის. მომავალში რათქმაუნდა შესაძლებელია ამ პრინციპის შეცვლა ან/და ოპტიმიზირება, მაგრამ ამ დროისთვის ეს მეთოდი სრულიად გამართულად მუშაობს.

Challenges we ran into

ხშირი იყო bug-ები, crash-ები, error-ები (ვისთან არა), მაგრამ მაინც მოვასწარით და ჩვენ პროექტს დემოს სახე მივეცით. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი იდეა მოგვდის, ბევრი რამე შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, ბევრი ფუნქცია დაემატოს, ბევრიც დაიხვეწოს, მაგრამ ამას რათქმაუნდა სამომავლოდ გავითვალისწინებთ.

Accomplishments that we're proud of

მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საერთო ოთახში შევიდნენ და ერთდროულად უყურონ მათთვის საყვარელ ფილმებს. ჩართონ, დააპაუზონ, გადაახვიონ ფლეიერი ისე, რომ სხვებთანაც იგივე მოხდეს. ფუნქციონირებს ჩატი - იუზერებს უკვე ჩეუძლიათ ერთმანეთში ლაპარაკი. უკვე თითქმის დავასრულეთ room-ის შექმნის, რეგისტრაციის, მომხმარებლის პროფილის ნახვის ფორმები. საიტისთვის დამატებული გვაქვს ლამაზი გრაფიკული ელემენტები. დიზაინი არის მარტივი.

What we learned

თითქმის ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ვისწავლეთ ამ ჰაკათონის განმავლობაში. მივიღეთ დიდი გამოცდილება, დავიხვეწეთ გუნდურ მუშაობაში, გავიცანით ახალი ადამიანები, გავცვალეთ ცოდნა, ვიმუშავეთ ბევრიბევრი.

What's next for Fdistance

იდეა იმდენად საინტერესოა, რომ ვგეგმავთ რეალურად განვახორციელოთ ეს პროექტი (მივიყვანოთ საბოლოო სახემდე) +რაც შეიძლება მალე, კონკურსის შედეგების და ზოგადად, ყველაფრის მიუხედავად ୧ʕ•̀ᴥ•́ʔ୨

+ 1 more
Share this project:
×

Updates