პროექტის მიზანია, უცხოელ ტურისტს გაუადვილოს მისთვის სასურველი ტურის ძიება, ფასის, ღირსშესანიშნაობებისა და ტურის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. საიტზე წარმოდგენილია როგორც კონკრეტული ადგილები (რომლებმაც შესაძლოა ტურისტი დააინტერესოს), ასევე ტურები.

სასურველი ტურების გენერირება ხდება PCC (Pearson Correlation Coefficient)-ის გამოთვლით. მას შემდეგ რაც მომხმარებელი სისტემას მიაწვდის აუცილებელ პარამეტრებს: ტურის ხანგრძლივობას, ღირებულებას და სასურველი ადგილების ჩამონათვალს, საიტი ბაზაში არსებული ყველა ტურისთვის დაითვლის PCC-ს, რის შემდეგაც ისინი დალაგდება სწორედ ამ კოეფიციენტის გათვალისწინებით. შესაბამისად, სიის თავში იქნება ტური, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ვიზიტორის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ PCC გამოიყენება სარეკომენდაციო სისტემებში, მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტების გენერირებისთვის. ჩვენი იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.

პროექტი შესრულებულია PHP-ზე, გამოყენებულია პოპულარული ფრეიმვორკი Laravel. რაც იძლევა მისი განვითარების საშუალებას, როგორც ჩვენი ასევე უცხო დეველოპერების მხრიდან.

გარდა ამისა, ტურებისა და ადგილების უკეთ წარმოსადგენად გამოვიყენეთ Google Maps. ბაზაში ყოველი ადგილისთვის განსაზღვრული გრძედისა და განედის მეშვეობით რუკაზე ზუსტად შეგვიძლია მათი ჩვენება.

ასევე ყოველ ადგილს (რომელთაგანაც საბოლოოდ შედგება ტურები) აქვს სხვადასხვა ფოტო. მათი ნახვა შესაძლებელია კონკრეტული ადგილისთვის განკუთვნილ გვერდზე, გალერეის სახით.

ტურის დათვალიერებისას, გენერირდება მისი მსგავსი ტურები. რაც მომხმარებელს კიდევ უფრო უადვილებს არჩევას. მსგავსების განსაზღვრა, ამ შემთხვევაშიც ზევით აღნიშნული PCC-ის დათვლით ხდება.

რაც შეეხება რომელიმე კონკრეტულ ადგილს, როდესაც მას ვათვალიერებთ, სისტემა რუკაზე გვიჩვენებს ამ ადგილის გარშემო 30 კილომეტრის რადიუსში სხვა ღირსშესანიშნაობებს, ესეც რათქმაუნდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ბაზაში არსებულ ინფორმაციას.

პროექტის სამომავლო განვითარება შეიძლება შემდეგი მიმართულებებით:

  1. ადგილებისა და ტურების ბაზის გაფართოება, ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით
  2. უცხოელი ტურისტების მოსაზიდად საიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია (ამისთვის საჭირო ფუნდამენტი, პროექტში გათვალისწინებულია)
  3. უფრო მეტი პარამეტრის დამატება, ტურების უკეთესად აღწერისთვის. ასევე სარეკომენდაციო სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა ალგორითმის გადმოტანა და დაკვირვება, გაუმჯობესებული საძიებო შედეგის მისაღებად.
  4. ვიზუალის დახვეწა, მაღალი ხარისხის ფოტო/ვიდეო მასალით შევსება
Share this project:

Updates