EduRatingSystem

EduRatingSystem არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასონ უნივერსიტეტი.

კრიტერიუმები მოიცავს

  • სწავლის ხარისხს
  • დასაქმების პროცენტულ სიხშირეს
  • ბიუროკრატიის დონეს უნივერსიტეტში
  • ინფრასტრუქტურულ გამართულობას და ა.შ.

ამ აპლიკაციამ სტარტი აიღო 2015 წლის 18 დეკემბერს,აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ ჰაკათონზე:

აპლიკაცია ჩაფიქრებულია იმ აბიტურიენტთა დასახმარებლად, რომელთაც მომავალი პროფესიის და სასწავლებლის რთული არჩევანი აქვთ გასაკეთებელი. მისი საშუალებით აბიტურიენტებს შეუძლიათ მიიღონ სტატისტიკურად მრავალმხრივ დამუშავებული ინფორმაცია კონკრეტული უნივერსიტეტების, მათი დადებითი მხარეებისა და პრობლემების შესახებ, რაც დაეხმარებათ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. ამ ინფორმაციის მიღებაში მათ უკვე "მრავალჭირნახული" სტუდენტები დაეხმარებიან თავიანთი უნივერსიტეტების შეფასებით და ჩვენი აპლიკაციის დახმარებით

რეალურად აპლიკაციას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს. შესაძლებელია იმდენად განვითარება, რომ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდეს სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია სტუდენტური ბლოგის შექმნა ან სტუდენტური ვაკანსიების გამოქვეყნება და ა.შ. (შორეული პერსპექტივა)

აპლიკაციის განვითარების შემთხვევაში, შეიქმნება ძალიან კარგი და საჭირო მონაცემებით სავსე ბაზა, რომელსაც ბევრ საინტერესო კითხვაზე შეეძლება პასუხის გაცემა:

რომელი უნივერსიტეტი იძლევა რეალურად საჭირო განათლებას, რომელიც სტუდენტებს დასაქმებისთვის დაეხმარებათ?

რამდენია საშუალო ხელფასი დასაქმებული სტუდენტების, მუშაობენ თუ არა ისინი საკუთარი პროფესიით და რომელი დარგია შედარებით მაღალანაზღაურებადი (გამოკითხვა იქნება ანონიმური)?

რა პრობლემებია შედარებით კრიტიკული სხვადასხვა უნივერსიტეტებში?

შესაბამისი პოპულარობის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია კონკურენციის გაზრდა უნივერსიტეტებს შორის, რითაც ხარისხის მაღლა აწევას მივიღებთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს იდეა ბოლომდე განხორციელდება და შესაბამის შედეგებსაც მოიტანს ...

კითხვები და პასუხები:

რას გულისხმობს პროექტი?

ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ვებ გვერდზე, გაიაროს რეგისტრაცია და შეაფასოს ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების ნებისმიერი სპეციალობა კატეგორიების {ბიუროკრატია, ადმინისტრაცია, სწავლების დონე, მატერიალური ბაზა და ა.შ} მიხედვით. კატეგორიების რეიტინგის მიხედვით დგება სპეციალობის საშუალო რეიტინგი. ასევე ყველა სპეციალობის კატეგორიების რეიტინგის მიხედვით დგინდება სასწავლო დაწესებულების რეიტინგი.

ყველა მომხმარებლის შეფასებას ერთი და იგივე წონა აქვს ?

არა ეს ასე არ არის. როდესაც მოხმარებელი დარეგისტრირდება ვებ გვერდზე და გადაწყვეტს სასწავლო დაწესებულების შეფასებას, მანამდე მან უნდა უპასუხოს კითხვებს. ანუ უნდა გაიაროს ტესტირება, რომელიც დაადგენს მის IQ-ს, ამის მიხედვით დადგინდება ჩვენს სისტემაში ამ მომხმარებლის კოეფიციენტი და ეს გავლენას იქონიებს მის შეფასებაზე. ანუ პირობითად, თუ მოხმარებელ Alice-ს აქვს კოეფიციენტი x , ხოლო Bob-ს აქვს y, შეფასების შეყვანისას იმის პასუხებს ექნება მეტი წონა, რომლის კოეფიციენტიც მეტია. (დაინტერესების შემთხვევაში ალგორითმს გეტყვით).

შეუძლია თუ არა ერთ მომხმარებელს რამდენჯერმე შეფასების დაწერა ?

არა. ეს არ შეუძლია არც იმ შემთხვევაში თუ მან მოინდომა ტესტის ხელახლა გავლა.

რა გახდა პროექტის განხორციელების მიზეზი ?

როდესაც აბიტურიენტები ვიყავით, ვცდილობდით ჩაგვებარებინა მეტ-ნაკლებად კარგ სასწავლებელში. ამისთვის ძალიან ბევრ ადამიანს და სტუდენტს ვეკითხებოდით რჩევას, დეტალებს. მართალია, რომ არსებობს სასწავლებლების ღია კარის დღეები, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ პიროვნებების შეფასება უფრო ობიექტური იქნება ვინც კონკრეტულ სასწავლებელში სწავლობს და არა ასწავლის. რაგან ისინი უფრო რეალურ სურათს დახატავენ, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ვინმემ „იცუღლუტოს“ და არაობიექტური შეფასებები შეიყვანოს.

შენიშვნა: სისტემა არ არის რეალურად გაშვებული. ის სატესტო რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად რეიტინგიც არ ეყრდნობა რეალურ მონაცემებს. სამომავლოდ, ვფიქრობთ პროექტის დახვეწასა და განვითარებას და მაქსიმალურად ღია ვართ იდეებისა და რეკომენდაციების მიმართ.

Share this project:
×

Updates