ალბათ ბევრმა შეამჩნია , რომ საქართველოს "ვებ სამყაროში" ვერ იპოვი ისეთ ადგილს , სადაც თავს იგრძნობ როგორც საკუთარ სახლში , სადაც დასვავ კითხვას და არ ინერვიულებ გიპასუხებენ თუ არა. ზუსტად ამ პრობლემის გამო მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს პროექტი , ეს პატარა , მყუდრო ადგილი ქართულ ვებ-სამყაროში .

საიტის მთავარი მიზანია ცოდნის გაზიარება . ისეთი პასუხის მიღება სადაც არამარტო Example იქნება ნაჩვენები , არამედ ახსნაც იქნება დაწერილი , თუ რატომ ასეთი ხერხით უნდა გაკეთდეს და არა სხვა . რა თქმა უნდა , ჩვენთვის მთავარია , რომ მომხმარებელში ჩამოვაყალიბოთ კითხვის სწორედ დასმის უნარი , რომ სხვებმა ადვილად გაიგონ მისი ნაწერი . მომხმარებელს ექნება საშუალება აირჩიოს მისთვის საინტერესო განხრა ,იმისთვის , რომ დიდი ხანი არ მოანდომოს მისთვის საჭირო მასლის მოძებნა.

საიტზე არ გვექნება მარტო კითხვა-პასუხის გვერდი . საიტს ექნება ეგრედ წოდებული "ევენთების რუკა" . ამ გვერდზე მომხმარებელი ადვილად ნახავს , თუ რა ადგილას და რა დროს ტარდება ყველა ინოვაციური ღონისძიება . ასევე მომხმარბელი შეძლებს დაათვალიეროს ღონისძიების სურათები და ვიდეო მასალა . ვებ-გვერდზე ასევე იქნება სპეციალური გვერდი სადაც იქნება განთავსებული ვაკანსიები ვებ-დეველოპერებისათვის, ასევე ჩვენი კრეატიული გუნდი ვაპირებთ მსოფლიოში ცნობილი ავტორების პროგრამულ ენებთან დაკავშირებული წიგნების თარგმნას ქართულ ენაზე.

ჩვენ ვცდილობთ საიტი გავაკეთოთ რაც შეიძლება მოხერხებული მომხმარებლისთვის და ჩვენი აზრით , ამაზე საიტის სტრუქტურას მომხმარებელს ვერ მივცემდით . ძალიან ძნელია ამ ვებ-გვერდზე დაიკარგო , მაგრამ შენ თვითონაც არ მოგინდება იქედან გამოსვლა :)

P.S გვეძინება და შეცდომები გვაპატიეთ . პროექტის ბოლომდე დამთავრება ვერ მოვახერხეთ , მაგრამ რაც მოვასწარით მემგონი კარგი გამოვიდა .

+ 1 more
Share this project:
×

Updates