ადამიანებს რომელთაც ხშირად უწევთ მოგზაურობა იციან თუ რას ნიშნავს როდესაც არ იცნობ ქალაქს, გაქვს ცოტა დრო და გინდა გაეცნო მას, იშოპინგო ან თუნდაც უბრალოდ გაერთო. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ხალხი ცდილობს გამოიყენოს Google Maps ან სხვადასხვა GPS სისტემები. რაც საკმაოდ დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. ეს გზა არარის ეფექტური რადგან მომხმარებელი ვარაუდობს თუ რა შეიძლება იყოს მთავარი სანახავი ამა თუ იმ ქალაქში ან კარგი ადგილი სავაჭროდ თუ გასართობად. ამის გამო იქმნება პრობლემები და ხშირად ჩვენ იმედგაცრუებული ვრჩებით ხოლმე. Daytrip არის mobile აპლიკაცია რომელიც უზრუნველყობს ამ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი და არამარტო ამ პრობლემების გადაწყვეტასა და გამარტივებას.

აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას სასურველი ქალაქის თქვენთვის სასურველი ობიექტების სია შემოგთავაზოთ ,რომელიც იქნება მოთხოვნილებისა და რეიტინგის შესაბამისი. აპლიკაციას შეუძლია შეგიდგინოთ დღის განრიგი რომელიც იქნება დალაგებული ობიექტების სიახლოვისა და მნიშვნელობის მიხედვით, რაც დიდ დროს ზოგავს, იქიდან გამომდინარე რომ პროგრამის ერთ-ერთი პლიუსი ის არის რომ დროს მაქსიმალურად იყენებს. ის ძალიან მოსახერხებელია დაკავებული ადამიანებსთვის რომელთაც ცოტა დრო აქვთ და სურთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ, მაგრამ ისინი ამაზე ხშირად უარს ამბობენ რადგან არ იციან ჩაეტევიან თუ არა დროში. Daytrip-ს შეუძლია შეადგინოს ნებისმიერი პერსონისთის საინტერესო დღის გრაპიკი და დაათვალიერებინოს მათ ყვეაზე მოთხოვნადი ადგილები უმოკლეს დროში, აღარ დაიხარჯოს დრო მარშუტის შედგენაზე და ამის ხარჯზე გაზარდოს დათვალიერებისთვის განსაზღვრული დრო. ასევე აპლიკაციაში არის მუდმივად განახლებადი page-ი რომელიც მოცემული დღის მთავარ მოვლენებს გვაჩვენებს

ვიდეო ვერ ავტვირთეთ 200 min ჭირდებოდა ასატვირთად ინტერნეტის გამო.

Built With

Share this project:

Updates