Inspiration

დროის სიმცირის და შორი მანძილის გამო ხშირად ბენდები ვერ ახერხებენ სათანადოდ მომზადებას, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა BANDer-ი, ვებ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს ბენდის წევრებსა და ნებისმიერ მელომანს დაუკავშირდნენ და გაუზიარონ მელოდიები ერთმანეთს პარალელურ რეჟიმში.

What it does

BANDer ქმნის ონლაინ სარეპეტიციო სივრცეს, სადაც გვაქვს ინსტრუმენტების მრავალფეროვანი არჩევანი. პროგრამა გვაძლევს საშუალებას, რომ დისტანციურად დავუკრათ სასურველ ინსტრუმენტზე სასურველ დროსა და ხალხთან ერთად.

How we built it

ჯგუფმა პირველივე დღიდან დაიწყო გუნდური მუშაობა. პირველივე ღამიდან გუნდის ერთი ნაწილი გადაერთო ვიზუალის შექმნაზე, მაშინ როცა მეორე ნაწილი პროგრამის გამართულად მუშაობაზე იყო ორიენტირებული. ჯამში პროექტზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა მისი ორიგინალობის გამო.

Challenges we ran into

მთავარი პრობლემა იყო დროის სიმცირე, რის გამოც შევქმენით მხოლოდ 1.0 მოდელი, თუმცა მის განვითარებას მომავალშიც ვგეგმავთ.

Accomplishments that we're proud of

ვამაყობთ, რომ შევქმენით ვებ აპლიკაცია რომლის ანალოგიც არ არსებობს და ამასთან რეალურად მუშა პროდუქტია.

What's next for BANDer

მომავალში ვაპირებთ განვავითაროთ BANDer-ის დიზაინი. მივცეთ მომხმარებლებს საშუალება შეინახოს და გაუზიაროს სხვებს მათი ბენდის მიერ ჩაწერილი მუსიკა. ასევე, შეეძლებათ თავიანთი ინსტრუმენტებით დაკვრა. პროგრამა იქნება პირვანდელ ვერსიაზე გაცილებით სწრაფი. იგეგმება აპლიკაციაში ინსტრუმენტების ჩამატება, ჩატის შექმნა, სადაც გამოცდილ მუსიკოსებს დამწყები მელომანებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნებათ.

Share this project:

Updates