ონლაინ ანდროიდ აპლიკაცია, რომელიც გაგიადვილებთ გუნდში სამუშაოს განაწილებას. თქვენ რეგისტრირდებით თქვენივე ნომრით, ქმნით წრეებს ამ წრეებში ამატებთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან კოლეგებს და შემდეგ ამ ჯგუფებში ამატებთ/იღებთ დავალებებს. ყოველ დავალებას თავისი დედლაინი, სტატუსი და აღწერა გააჩნია დავალებების სტატუსების ცვლილება ხდება სერვერთან სინქრონიზირებულად. სერვისი ასევე გათვლილია იმაზე, რომ ზოგიერთი მომხმარებელი ინტერნეტის წვდომის ზონიდან გადის, შესაბამისად გააჩნია საკუთარი მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვერი და პროტოკოლი, რომელიც უზრუნველჰყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით  ინფორმაციის გაგზავნა, მიღებას, დამუშავება და აპლიკაციის ინტერფეისში ასახვა.

 ასე რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ფირმის უფროსი ხართ, თუ რიგითი მუშაკი, დიასახლისი თუ სკოლის მოსწავლე, ივენთების ორგანიზატორი თუ დაქირავებული მკვლელი ეს აპლიკაცია თქვენთვისაა.

Built With

Share this project:
×

Updates