ბევრ მარტოხელა ადამიანს, მათ შორის ერთ-ერთ ჩვენს ახლობელს, აწუხებს იმის შიში, რომ სახლში დაბრუნებულს სახლი ბუნებრივი აირით გავსებული დახვდება. სწორედ ამ შიშმა შთაგვაგონა ჩვენ შეგვექმნა რაიმე მოწყობილობა, რომელიც შეძლებდა სახლში არყოფნის პერიოდში გაეგებინებინა მომხმარებლისთვის რომ გაზმა გაჟონა. ამისათვის გამოვიყენეთ ჩვეულებრივი გაზის სენსორი, რომელიც აფიქსირებს ჰაერში გაზის სახიფათო შემცველობას, დაახლოებით 2%-ს (გაზის ფეთქებადი რაოდენობა განისაზღვრება 5%-ით) და გვაძლევს განგაშის სიგნალს. განგაშის სიგნალი ჩვენ დავუკავშირეთ კომპიუტერს, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდა შესრულების მხრივ და დაგვჭირდა სენსორის ელექტრონულ სისტემაში ხილული ჩარევა. კიდევ ერთი სირთულე იყო კომპიუტერითვის შესაბამისი ვოლტაჟით გადაცემული სიგნალის იდენტიფიკაცია. მას შემდეგ, რაც მოწყობილობა მიკროფონის ან line-in პორტით დაუკავშირდება კომპიუტერს, ჩვენ მიერ დაწერილი პროგრამა განსაზღვრავს საგანგაშო სიგნალს და აგზავნის გაზის გაჟონვის ინფორმაციას მობილურის ნომერზე, რომელიც შეყავს მომხმარებელს პროგრამის გაშვებამდე.

Built With

Share this project:

Updates